კითხვის ხელშეწყობა

17 – 18 მაისი, 2013, ლვოვი, უკრაინა
კითხვის ხელშეწყობა


17-18 მაისს ლვოვის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის დროს ჩატარდა სემინარი უკრაინელი, ქართველი და სომეხი მონაწილეებისათვის. სემინარი სახელწოდებით ,,კითხვის ხელშეწყობა ბავშვებსა და მოზარდებში" გაიმართა პროექტ ,,წიგნის პლატფორმის" ფარგლებში (ევროკავშირის აღმოსავლეთ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში) ,,ნექსთ ფეიჯისა" (ბულგარეთი) და ,,გამომცემელთა ფორუმის'' (უკრიანა) მიერ. 

სემინარის ფარგლებში ლვოვში თავი მოიყარეს კითხვის ხელშეწყობის სფეროში მომუშავე ქართველმა, უკრიანელმა და სომეხმა სპეციალისტებმა, მკვლევარებმა და ბიბლიოთეკარებმა. 

სემინარის მიზნებს წარმოადგენდა: 
  • კითხვის ხელშეწყობის თანამედროვე მეთოდების უკეთ გაცნობა და პროფესიონალების მოტივირება;
  • კითხვის ხელშემწყობის დარგში მომუშავე სპეციალისტების დაკავშირება, პლატფორმის შექმნა და გამოცდილების გაზიარება. 
სემინარმა წარმატებით ჩაიარა, გაიმართა ცოცხალი დებატები და შეიქმნა პოზიტიური გარემო. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში რამოდენიმე საინტერესო პრეზენტაცია მოისმინეს, მათ შორის ელიზაბეტა ოლჟევსკას და სიგრიდ ფარერის პრეზენტაციები. დისკუსიის დროს არაერთ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. მრავლის მომცველი და საინტერესო ტრენინგები ჩაატარეს ოლენა ბაშუნმა და ოლენა ლიუბლიანსკამაც. მონაწილეებმა მრავალი საინტერესო და ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში გამოცდიან კითხვის ხელშეწყობის განვითარებისათვის.



კომენტარი

ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.

დამატებითი ინფორმაცია
დაკავშირებული სიახლეები
11/04/2013
კითხვის ხელშეწყობა: ორდღიანი ინტერაქტიული სემიარი ბავშვებსა და მოზარდებში კითხვის
წაიკითხე მეტი
14/05/2013
Detailed program for the Promotion of Reading training is now available
წაიკითხე მეტი
15/05/2013
პრეს რელიზი: კითხვის ხელშეწყობა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის
წაიკითხე მეტი
04/06/2013
17-18 მაისს ლვოვის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის დროს ჩატარდა სემინარი უკრაინელი, ქართველი
წაიკითხე მეტი

მეტი სიახლეები

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები