11
Apr
კითხვის ხელშეწყობა: ორდღიანი ინტერაქტიული სემიარი ბავშვებსა და მოზარდებში კითხვის

კითხვის ხელშეწყობა
ორდღიანი ინტერაქტიული სემიარი ბავშვებსა და მოზარდებში კითხვის
ხელშეწყობის  განვითარებისთვის


თარიღი: 17 – 18 მაისი, 2013
ადგილი: ლვოვი, უკრაინა

ორგანიზატორები: ორგანიზაცია   „ნექსთ ფეიჯი" (ბულგარეთი), „გამომცემელთა ფორუმი" (უკრაინა)

საკითხი: სემინარი ტარდება პროექტ "წიგნის პლატფორმის" ფარგლებში (აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის  მხარდაჭერით) ლვოვის საერთაშორისო საბავშვო წიგნის ფესტივალის მიმდინარეობის დროს. სემინარი მიზნად ისახავს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ბავშვებსა და მოზარდებს შორის კითხვის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობების წარმოდგენას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმ ბავშვებისთვის კითხვის ხელშეწყობაზე, რომელთაც გარკვეული გარემოებების გამო ინფორმაციის წყაროსთან და კულტურულ აქტივობებთან შეხება არ აქვთ.

მთავარი მიზანი:
  • კითხვის ხელშეწყობის თანამედროვე მეთოდების უკეთ გაცნობა;
  • კითხვის ხელშემწყობი აქტივობების აუდიტორიის გამრავალფეროვნება;
  • კითხვის ხელშეწყობის ადგილობრივი ჯგუფების, ასევე რეგიონალური და ევროპის მასშტაბით ექსპერტების მოტივირება;
  • კითხვის, როგორც ადამიანის განვითარებისთვის მთავარი ფაქტორის წარმოჩენა;

მონაწილეები: 15 უკრაინული ბიბლიოთეკა (უკრაინის „საუკეთესო მკითხველის კონკურსის" წარმატებული ორგანიზატორები) და დაახლოებით 10 ბიბლიოთეკარი საქართველოდან და სომხეთიდან (5 მონაწილე თითოეული ქვეყნიდან)

პროექტის შესახებ:
"წიგნის პლატფორმა" ორგანიზაცია ,,ნექსთ ფეიჯის'' პროექტია, რომელიც თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (საქართველო), გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია (სომხეთი), გამომცემელთა ფორუმი (უკრაინა). პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამა. პროექტის იდეა აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის ზოგად მიზანს შეესატყვისება. შესაბამისად, პროექტი ხელს უწყობს რეგიონის მდგრად განვითარებაში კულტურის როლის გაზრდას, აგრეთვე თანამშრომლობის გაღრმავებას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონებსა და ევროკავშირს შორის. პროექტის არსებობის ორნახევარი წლის მანძილზე სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში წიგნის სექტორი დახმარებას მიიღებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დგას მწერლობა, საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობა.

საკონტაქტო პირი : ირინა ლებსკა  (097)2393876, ilepska@bookforum.com.ua
ადგილობრივი საკონტაქტო პირი : ქეთევან ჯაყელი
პროექტის ადგილობრივი მენეჯერი.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ტელ: 995 570 101 601, 995 555 133068, 032 2 342390 info@gpba.ge



დამატებითი დოკუმენტები
კომენტარი

15.05.2013
ლიდია
მოგესალმებით, მაინტერესებს ფასიანია თუ ორგანიზატორების მხრიდან ფინანსდება ხოლმე ამ ტიპის სემინარები?

 

 

აჩვენე ყველა

მედია
საინფორმაციო ბიულეტენი
31
Mar

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #18

28
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #17

03
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #16

03
Jan

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #15

30
Nov

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #14

აჩვენე ყველა

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები