04
Jun
კითხვის ხელშეწყობა ბავშვებსა და მოზარდებში

17-18 მაისს ლვოვის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის დროს ჩატარდა სემინარი უკრაინელი, ქართველი და სომეხი მონაწილეებისათვის. სემინარი სახელწოდებით ,,კითხვის ხელშეწყობა ბავშვებსა და მოზარდებში" გაიმართა პროექტ ,,წიგნის პლატფორმის" ფარგლებში (ევროკავშირის აღმოსავლეთ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში) ,,ნექსთ ფეიჯისა" (ბულგარეთი) და ,,გამომცემელთა ფორუმის'' (უკრიანა) მიერ. 

სემინარის ფარგლებში ლვოვში თავი მოიყარეს კითხვის ხელშეწყობის სფეროში მომუშავე ქართველმა, უკრიანელმა და სომეხმა სპეციალისტებმა, მკვლევარებმა და ბიბლიოთეკარებმა. 

სემინარის მიზნებს წარმოადგენდა: 
  • კითხვის ხელშეწყობის თანამედროვე მეთოდების უკეთ გაცნობა და პროფესიონალების მოტივირება;
  • კითხვის ხელშემწყობის დარგში მომუშავე სპეციალისტების დაკავშირება, პლატფორმის შექმნა და გამოცდილების გაზიარება. 
სემინარმა წარმატებით ჩაიარა, გაიმართა ცოცხალი დებატები და შეიქმნა პოზიტიური გარემო. მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში რამოდენიმე საინტერესო პრეზენტაცია მოისმინეს, მათ შორის ელიზაბეტა ოლჟევსკას და სიგრიდ ფარერის პრეზენტაციები. დისკუსიის დროს არაერთ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. მრავლის მომცველი და საინტერესო ტრენინგები ჩაატარეს ოლენა ბაშუნმა და ოლენა ლიუბლიანსკამაც. მონაწილეებმა მრავალი საინტერესო და ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში გამოცდიან კითხვის ხელშეწყობის განვითარებისათვის.



კომენტარი

ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.

 

 

აჩვენე ყველა

მედია
საინფორმაციო ბიულეტენი
31
Mar

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #18

28
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #17

03
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #16

03
Jan

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #15

30
Nov

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #14

აჩვენე ყველა

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები