ტრენინგები
,,წიგნის პლატფორმის'' ერთერთი მთავარი მიმართულებაა ტრენინგების ჩატარება. პროექტი ითვალისწინებს მთლიანობაში ცხრა 2-3 დღიანი ტრენინგის ჩატარებას, თითოეულში
ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ტრენერებისა და თანატრენერების მონაწილეობით. ღონისძიებათა მიზანია მონაწილეთა პრაქტიკული ჩვევების გაზრდა და ევროპული თუ რეგიონალური პრაქტიკების გაცნობა შესაბამის
სფეროში. ზოგიერთი სემინარი რეგიონალურია, ზოგი ადგილობრივი, ერთერთი ტრენინგის ჩატარება კი დისტანციურად მოხდება. სხვადასხვა ქვესექტორთა/ქვეყანათა წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს
საქმიანობებეში შექმნის სექტორთა შორის თანამშრომლობის პირობებს. განსახილველი საკითხები მოიცავს: სტრატეგიულ დაგეგმვას, მენეჯმენტსა და სახსრების მოძიებას წიგნის სექტორში მოღვაწე პროფესიული
ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, კომუნიკაციებისა და დაცვის ტექნიკებს, საავტორო უფლებების საკითხებს, აუდიტორიის გაფართოებისა და ელექტრონული გამოცემების საკითხებს, კითხვის
პოპულარიზაციისა და ლიტერატურის თარგმნის მხარდაჭერის თანამედროვე მეთოდებს.
წერა მომავლისთვის
წერა მომავლისთვის: სტრატეგიული აზროვნება და სახსრების მოძიება სალიტერატურო და საგამომცემლო

აუდიროტიების გაფართოების სტრატეგიები
8-9 სექტემბერი 2012, საქართველო, თანათავმჯდომარეობდნენ Johan Greiff (შვედეთი)

საავტორო უფლებების დაცვა, როგორც კულტურული საქმინობა, საგამომცემლო სექტორში
7-8 ნოემბერი 2012, ერევანი
თემები
ეს ფილტრი თქვენთვის საინტერესო თემების არჩევანს ამცირებს. შეგიძლიათ ერთროულად ერთზე მეტის არჩევა.
თანამშრომლობა წიგნის სექტორში
აუდიტორია
გამოცემები
კითხვის პროგრამა
ინტელექტუალური საკუთრება
თარგმანები