19
Jan
პრეს რელიზი: პროექტ „წიგნის პლატფორმის“ პრეზენტაცია


25 იანვარს წიგნის სექტორის წარმომადგენლები, მედია და ფართო აუდიტორია გაეცნობიან ,,წიგნის პლატფორმის'' ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. პრეზენტაცია გაიმართება 19:00 საათზე,  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.

ღონისძიებას გახსნიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლი საქართველოში ოლივერ რაისნერი. პრეზენტაციას წარუძღვება იანა გენოვა, ,,წიგნის პლატფორმის'' მენეჯერი ,,ნექსთ ფეიჯიდან''. ღონისძიების შემდეგ საგამოფენო დარბაზში გაიმართება მიღება.

პრეზენტაცია ორგანიზებულია  ,,ნექსთ ფეიჯისა'' და ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის'' მიერ ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან'' თანამშომლობით.

წიგნის პლატფორმა წარმოაგდენს ორგანიზაცია ,,ნექსთ ფეიჯის'' პროექტს, რომელიც თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (საქართველო), გამომცემლების ეროვნული ასოციაცია (სომხეთი), გამომცემელთა ფორუმი (უკრაინა). პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამა.
პროექტის იდეა აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის ზოგად მიზანს შეესატყვისება. შესაბამისად, პროექტი  ხელს უწყობს რეგიონის მდგრად განვითარებაში კულტურის როლის გაზრდას, აგრეთვე თანამშრომლობის გარღმავებას  აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონებსა  და ევროკავშირს შორის. პროექტის არსებობის ორნახევარი წლის მანძილზე სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში წიგნის სექტორი დახმარების ხელს მიიღებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დგას მწერლობა, საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.bookplatform.org/ka/news/244-presentation-tbilisi-january.html


ან დაუკავშირდით:
ქეთევან ჯაყელი
პროექტის ადგილობრივი მენეჯერი.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ტელ: 995 570 101 601, 995 555 133068, 032 2 342390

EU დელეგაცია საქართველოში
თამრიკო მიქაძე
ელ – ფოსტა: tamriko.mikadze@ec.europa.eu

კომენტარი

ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.

 

 

აჩვენე ყველა

მედია
საინფორმაციო ბიულეტენი
31
Mar

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #18

28
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #17

03
Feb

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #16

03
Jan

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #15

30
Nov

პროექტ „წიგნის პლატფორმის" საინფორმაციო ბიულეტენი #14

აჩვენე ყველა

წევრის სისტემაში შესვლა სიახლეები მედია საინფორმაციო ბიულეტენი ვადები და პირობები