ანგარიში წიგნის კითხვის ხელშეწყობის მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შესახებ
Compiled by Iryna Lepska
ანგარიში წიგნის კითხვის ხელშეწყობის მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შესახებ
თანამედროვე დინამიურ საზოგადოებაში უფრო ძნელი ხდება ბავშვის კითხვით დააინტერესა, მიუხედავად ამისა, წიგნის როლი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის უცვლელია. მსოფლო სწრაფად იცვლება, უფრო და უფრო ვირტუალური და მულტიმედიური ხდება, შესაბამისად, კითხვის პოპულარიზაციისათვის არსებული საშუალებები საჭიროებს ცვლილებებს, რათა თანამედროვე მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.
გთავაზობთ ფორმითა და შინაარსით განსხვავებულ პრაქტიკულ მაგალითების სიას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებსა და თინეიჯერებში კითხვის პოპულარიზაციისათვის. ვიმედოვნებთ, ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ეს შემოთავაზება ბიბლიოთეკარებს, მასწავლებლებს, კულტურის მენეჯერებს და სხვა კითხვის ხელშემწყობებს სურვილს გაუჩენს დანერგონ ასეთი ინიციატივები ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. შემოთავაზებული პრაქტიკა შეიძლება გახდეს პატარა, მაგრამ საჭირო ნაბიჯი, რომელსაც დიდ ცვლილებებისკენ მივყავართ.
წიგნის კითხვის ვარსკვლავების პრემიერ ლიგა
/ეროვნული წიგნიერების
ფონდი (გაერთიანებული სამეფო)/
„წიგნის კითხვის ვარსკვლავების პრემიერ ლიგა" წარმოადგენს პარტნიორულ პროექტს „ეროვნული წიგნიერების ფონდსა" და ახალგაზრდა ადამიანებს შორის, რომლებსაც
ჯერჯერობით არ უყვართ კითხვა, მაგრამ ძალიან უყვართ ფეხბურთი. 2012 წლიდან პროექტში ჩაერთო ათასობით სკოლა და ბიბლიოთეკა. კითხვის ვარსკვლავთა პრემიერ ლიგის პროგრამა ეხმარება სკოლებს ისეთი
მოსწავლეების მოზიდვაში, რომლებსაც წიგნიერების დაბალი დონე აქვთ და გრძნობენ, რომ კითხვა მათი საქმე არ არის. პროგრამა საკმაოდ მოქნილია იმსათვის, რომ გამოყენებულ იქნას როგორც დაწყებით, ისე -
საშუალო დონეებზე. განსაკუთრებული წარმატებებია მიღწეული წიგნიერებასთან დაკავშირებით ვაჟების შეხედულების ტრანსფორმირებასა და ფეხბურთის მოყვარულთა ჩართულობის საქმეში. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს
მშობლების ჩართულობასა და სარგებლიანობას. მათი ჩართულობა განსაკუთრებით კარგია ნდობის ამაღლებისა და მათი წახალისებისთვის მათი საკუთარი უნარ-ჩვევებისა განვითარებისა და მათი შვილების კითხვითი
ჩვევების განსავითარებლად.
http://www.literacytrust.org.uk/premier_league_reading_stars
http://www.literacytrust.org.uk/premier_league_reading_stars
საკითხავი წიგნები ავტობუსებით მიდლსბროში
/Arriva North East, ეროვნული წიგნიერების ფონდი (გაერთიანებული
სამეფო)/
ავტობუსების კომპანია „Arriva North East"-სა და ეროვნული მწიგნობრობის ფონდის ერთობლივი პროექტი მიდლსბოროს საბჭოსთან პარტნიორობით. კითხვაში მეტი ადამიანის ჩართვის
მიზნით, კომპანიამ „Arriva North East" უფასოდ დაარიგა საბავშვო წიგნები 27 ავტობუსით. გაიცა 15000 საბავშვო წიგნი და ოჯახებს საშუალება მიეცათ მიდლსბოროს ყველაზე ღარიბ რაიონებში ორ მარშრუტზე
ავტობუსით მგზავრობისას მიეღოთ უფასო წიგნები. ავტობუსები აკეთებენ კვირაში 22,400 რეისს. ოჯახები მგზავრობისას კითხულობდნენ წიგნებს და შემდეგ სახშლი მიჰქონდათ ისინი. დაახლოებით 9000-მა ოჯახმა სახლში
წაიღო უფასო წიგნი. ადგილობრივი მაცხოვრებელი სილვია 6 წლის ლილის და თომასის დიდი ბებიაა: „ჩემი აზრით ეს მართლაც ბრწყინვალე იდეაა - ის აძლებს საშუალებას ბავშვებს დასაქმებული იყვნენ ავტობუსში და
შემდეგ იკითხონ წიგნები სახლში. მე ავიღე მაიკლ მორპურგოს წიგნი, რომელიც მათ ძლიან მოეწონათ. ისინი აღარ უყურებენ მულტფილმებს ტელევიზორში და კითხულობენ. ისინი ერთად საუბრობდნენ სურათების შესახებ -
ყოველივე ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო."
https://www.arrivabus.co.uk/north-east/Lukas-Jutkiewicz-launches-book-campaign/
https://www.arrivabus.co.uk/north-east/Lukas-Jutkiewicz-launches-book-campaign/
საბავშვო ლიტერატურის ავტობუსი წიგნის კითხვისგან მიღებულ სიამოვნებასთან ერთად /ბაზელის საბიბლიოთეკო ფონდი (შვეიცარია)/
წიგნებითა და სათამაშო მასალით სავსე ავტობუსი წელიწადში 49 კვირის განმავლობაში სტუმრობს რაიონულ ბიბლიოთეკებს, საბავშვო მოედნებს, პარკებსა და საჯარო ბასეინებს.
კვალიფიციური კითხვის ანიმატორები აწყობენ სპეციალურად ორგანიზებულ და საინტერესო შეხვედრებს წიგნებთან ერთად თორმეტ წლამდე ბავშვებისთვის. დამწყებებისთვის ბიბლიოთეკას მიეწოდება ლექსებისა და
მოთხრობების წიგნები. სკოლამდელი ბავშვები სწავლობენ მოთხრობებით მრავალნაირი სურათებისა და აუდიო-წიგნების გამოყენებით. „Book Gang"-ის სკოლის მოსწავლეებს უფრო ღრმად უწევთ წიგნების შესწავლა.
ყოველწლიურად 800 ექსპედიციის დროს საბავშვო ლიტერატურის ავტობუსი 6000-მდე ადამიანს სტუმრობს.
http://www.spendenfondslesen.ch/index.php?id=18&L=1
საბავშვო წიგნების კითხვის ნაციონალური კვირეული (ეროვნული სოციალური კამპანიის „ყველა პოლონელი უკითხავს წიგნს ბავშვებს" ფარგლებში) მიზანმიმართულია პატარა მკითველის - განათლებული, კულტურული
და გონიერი ადამიანების - ყოველდღიული კითხვის წახალისებისკენ პატარა ასაკიდან: სახლში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ის ეხება ყველა ადამიანს, არასამთავრობო ორგანიზაციასა და დაწესებულებას, რომლებიც
პასუხს აგებენ ახალგაზრდა თაობის განათლებაზე, ბავშვებსა დ ამოზარდებში ყოველდღიული კითხვის - დღეში 20 წუთი - წახალისების გზით. საბავშვო წიგნების კითხვის ეროვნული კვირეული ეწყობა 2002 წლიდან. ყოველ წელს
ფონდი „ABCXXI" ახდენს მოხალისეთა (ლიდერები და კოორდინატორები) მობილიზებას, ასევე ისეთი სარეკლამო მასალების გავრცელებას, როგორიც არის პოსტერები, ბროშურები, ბუკლეტები და სტიკერები ქვეყნის 4500 ადგილზე.
კვირეულის განმავლობაში მშობლები, მასწავლებლები, ბიბლიოთეკარები, მსახიობები, სხვადასხვა უწყებების, მედიისა და ეკლესიების წარმომადგენლები ათასობით ღონისძიებას ატარებენ მთელს ქვეყანაში, ლიტერატურული
გმირების აღლუმების, შეჯიბრებებს, წარმოდგენებისა და სასაჯარო კითხვის სახით. 2011 წელს ჩეხურ ფონდთან „ყველა ჩეხი უკითხავს შვილს" ერთად, დაარსდა საბავშვო წიგნების კითხვის პირველი საერთაშორისო
კვირეული.
http://www.allofpolandreadstokids.org/
შეკრებების სერია, რომელიც მოიცავს ამინატორის მიერ წიგნის ერთერთი აბზაცის კითხვას. ამას მოსდევს წიგნის ადაპტირებული წარმოდგენა ან წიგნში აღწერილ მთავარ
თემასთან ახლოს მდგომი ფილმის ჩვენება. ყველაზე ხშირად უჩვენებენ ცნობილი მულტიპლიკატორების მიერ შექმნილ მულტფილმებს. საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკა - „პატარა ადამიანის ბიბლიოთეკა" - ასევე
თანამშრომლობს „აგრაფკასთან". პროექტი პატარა მკითხველებზეა გამიზნული. კითხვის და ფილმის ან წარმოდგენის ყურების შემდეგ ბავშვები გადადიან სტუდიაში, სადაც ფერებისა და ფორმების გამოყენებით შეუძლიათ
გამოხატონ ფილმთან და წიგნთან დაკავშირებით მათი შთაბეჭდილებები. ეს ახდენს წარმოსახვის სტიმულირებას. პროექტში მონაწილეობენ ბავშვებთან მუშაობაში გამოცდილი სპეციალისტები. პროგრამა მკითხველებს
პოლონელი და უცხოელი ავტორების ყველაზე საინტერესო წიგნებს სთავაზობს. ეს ასევე კარგი საშუალებაა მშობლებისთვის გაიხსენონ მათი ბავშვობისდროინდელი საყვარელი ზღაპრები და მულტფილმები.
http://www.kinoagrafka.pl/czio.html
გერმანულ მკითხველთა ფონდთან „Shtiftung Lesen" თანამშრომლობის საფუძველზე, „მაკდონალდს" სურვილი აქვს მის ცნობილ „ჰეფი მილში" სათამაშოები ჩაანაცვლოს
წიგნებით, ბავშვის წიგნიერების სტიმულირებისთვის. ყველა შემოთავაზებული წიგნი მაღალი ხარისხის არის. „Shtiftung Lesen"-მა შერჩეული წიგნები კონკრეტული ასაკის ბავშვებს მოარგო. მშობლებს შეუძლიათ
სურვილისამებრ შეარჩიონ წიგნი. წიგნის ჟანრები იცვლება მხატვრული ლიტერატურიდან სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურამდე; ზოგიერთი მათგანი პატარებისათვის ხმამაღლა საკითხავია, სხვები კი უფრო დიდი ასაკის
ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. დარიგებულია წიგნების დიდი რაოდენობა. გერმანიაში ოთხმა მილიონმა წიგნმა დაიდო ბინა ხუთიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებში 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული
კამპანიის განმავლობაში. ამგვარი კამპანია ერთგვარი საშუალებაა იმისათვის, რომ ისეთი ოჯახების ბავშვებმა, რომლებშიც სათანადოდ არ აფასებენ წიგნებსა და წიგნის კითხვას, შეიძინონ ფუნქციონალური კითხვის
უნარ-ჩვევები.
https://www.stiftunglesen.de/initiativen-und-aktionen/aktionen/buchaktion
„SPOKES" (მშობლების დახმარება ბავშვების განათლებაში) არის პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს მშობლებისთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც
საჭიროა მათი შვილებისათვის კითხვის სწავლებისათვის. მშობლები ესწრებიან 12-კვირიან სესიებს, სადაც საგანმანათლებლო ფსიქოლოგები და მშობელთა დახმარების მუშაკები უჩვენებენ მათ მარტივ პედაგოგიურ
სტრატეგიებს მათი შვილების მიერ წიგნის კითხვის დროს გამოსაყენებლად. კითხვის ორ მთავარ სტრატეგიას წამოადგენს „პაუზებით კითხვისა" და „ერთიანი ენის" მეთოდი. „პაუზებით კითხვის" მეთოდის გამოყენებისას
მშობლებს უჩვენებენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, როდესაც მათი შვილი ვერ ამოიცნობს სიტყვას. „ერთიანი ენის" მეთოდი ასწავლის მშობლებს თავის შვილებთან ერთად გაარჩიონ წიგნები, იმის მაგივრად, რომ
უბრალოდ გვერდზე გადადონ წიგნი.
http://educationendowmentfoundation.org.uk/projects/spokes/
მშობლები და მათი პატარები ესწრებიან ყოველთვიურ წიგნის შეკრებებს, რომელსაც აწყობს „საჯარო ბიბლიოთეკა GGG", რომელიც მოიცავს ლექსებს, სიმღერებსა და
მოთხრობებს. საბავშვო ლექსები ყველაზე მოკლედ გადმოცემული ამბებია, რომლებიც მოიცავს ყველაფერს, რაც ქმნის ლიტერატურას: ხმებს, რითმებსა და შინაარსს. კრებებზე ასევე ხდება ენისა და წიგნების
სამყაროსთან გაცნობა. დამწყებთა წიგნის შეკრება, ტესტებში გამოიყენება ცოცხალი ზღაპრების და თითების ან სიტყვის თამაშები, კვალიფიციური ხელმძღვანელების ინსტრუქციების შესაბამისად. ძველი ლექსები ახალ
სიცოცხლეს იძენენ, მას შემდეგ რაც ისინი სპონტალურად ერგება ბიბლიოთეკის ყველაზე ახალგაზრდა სტუმრებს. კრებაზე შეიძლება ვინმემ წაიკითხოს თავისი ბავშვობისდროინდელი ლექსი, ისინი ათვალიერებენ
ნახატებიან წიგნს ან კითხულობენ ხმამაღლა. მოზარდები იღებენ ინფორმაციას დამწყებთათვის წიგნების თემების შესახებ.
http://www.spendenfondslesen.ch
2002 წლიდან მოყოლებული ყოველ ზაფხულსა და ზამთარში „საჯარო ბიბლიოთეკა GGG" ახდენს სპეციალური პროექტების ინიცირებას სკოლის მოსწავლეებში კითხვის სურვილის
გაღვივების მიზნით. ზამთარში, სლოგანის „აღმოაჩინეთ ბაზელის წიგნის ადგილები" ქვეშ, ბავშვები სტუმრობენ ბაზელისა და რიჰენის ბიბლიოთეკებს. თითოეულ ბიბლიოთეკაში ბავშვებს საინტერესო თავსატეხებს
სთავაზობენ. ამგვარი ხალისიანი გზით ისინი ეცნობიან ბიბლიოთეკის მიერ შემოთავაზებულ საგანძურს. ის, ვინც ყველა თავსატეხს გაართმევს თავს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ხატვის კონკურსში, მომხიბვლელი
ჯილდოებით. ზაფხულის „Fun-pass" ახალისებს ბავშვებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში 15-წუთიან კითხვეზე. მათ შეუძლიათ ამგვარი „კითხვის დღე" შეუძლიათ დაამატონ პერსონალურ „Reading-pass" ბუკლეტში. ისინი,
ვინც საკმარისად კითხულობენ, ასევე ისინი მონაწილეობას იღებენ ხატვის კონკურსში. ამ შეჯიბრებებში ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კლასებმაც და ისინი, ვინც ცოტა მეტად იღბლიანები არიან, ფულს
„გამოიმუშავებენ" მათი კლასისთვის.
http://www.spendenfondslesen.ch/
პროექტი „www" (მოდი.აიღე.დაისვენე) გამიზნულია თინეიჯერებისთვის. ამ უკანასკნელების წახალისება კითხვაზე სასარგებლო გამოცდილებაა, რადგან ბავშვების ამ
კატეგორიასთან ყველაზე რთულია მუშაობა. პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა თინეიჯერულ სტილში დაბეჭდილი მთელი რიგი მასალა, რომლებიც ახდენს ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, თინეიჯერების
სანიშნეებისა და რუკების სახელწოდებით „იცი თუ არა სად მდებარეობს შენი ბიბლიოთეკა" გავრცელების ინიცირებას. ბავშვები აფასებდნენ მათ მიერ წაკითხულ წიგნებს, აწებებენ მარკებს "HIT. OK. KIT".
მოგვიანებით ბიბლიოთეკრები აჯამებენ გამოხმაურებებს და ითვალისწინებენ მათ თინეიჯერებისთვის მომავალში წიგნების შეძენის დროს. თინეიჯერებისთვის ასევე შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდიც „Youth". აქ მათ
შეუძლიათ მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია წიგნებისა და ბიბლიოთეკაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, ტარდება თინეიჯერებისთვის მთელი რიგი ღონისძიებებიც. მათ შორის იყო აუდიო-წიგნის ჩაწერა,
ლიტერატურული კრიტიკის სემინარები, მუსიკალური ინსტალაციების მომზადება და ა.შ.
http://www.biblioteka.wroc.pl/mlodziez/projekty/kampania-www-wstap-wypozycz-wyluzuj
გიმნაზიაში კითხვის წასახალისებლად სწავლის პროცესში გამოიყენება გრაფიკული ნოველები. პროექტი მოიცავს თეორიასა და პრაქტიკას მოსწავლეებისთვის საინტერესო
ფორმით: გრაფიკულ ნოველებში კომიკურად გადმოიცემა რთული ისტორიები, მასში საუბრობენ სიტყვებისა და გამოსახულებების კრეატიული კონსტრუქციებისა და კომბინაციების სახით, რაც იწვევს იმ ახალგაზრდების
დაინტერესებას, რომლებსაც დიდად არ უყვართ კითხვა. პირველ რიგში პროექტის დახმარებით ხდება საშუალო სკოლის მოსწავლეების (მე-8-მე-10 კლასები) მოტივირება კითხვაზე. პროექტის მიზანია თინეიჯერულ ასაკში
კითხვის მიმართ ინტერესის დაკაგვა ნაკლბად შესამჩნევი გახდეს და ასევე მოსწავლეების მოზიდვა ლიტერატურის ახალი და თანამედროვე ფორმების გამოყენებით, რაც ახალგაზრდებისთვის სიხარულისმომტანი იქნება. ამ
პროექტს მიღებული აქვს ჯილდო კითხვაში, რაც „Stiftung Lesen"-სა და „Commerzbank-Stiftung"-ს მიერ იყო წახალისებული.
http://www.deutscher-lesepreis.de/aktuelles/
წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული კონკურსი „BOOKMANIA"
„წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული კონკურსი Bookmania" არის ღია კონკურსი 12-14 წლის ბავშვებს შორის მთელს უკრაინაში. ის 2002 წლის შემდეგ ყოველწლიურად
ტარდება და გრძელდება იანვრიდან აპრილამდე. კონკურსი ტარდება 370 რაიონში, 141 ქალაქში, 8600-ზე მეტ სკოლასა და 880 საბავშვო და სოფლის ბიბლიოთეკაში. სამი თვის განმავლობაში სკოლის მე-6-მე-8 კლასების
მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს და აკეთებენ შენიშვნებს მკითხველის დღიურებში. „კონკურსი" მიმართულია ბავშვების კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებისკენ, მათი წახალისებისკენ, რეგულარულად იკითხონ
წიგნები გაკვეთილების შემდეგ და ასევე იმაში დასარწმუნებლად, რომ შესაძლებელია გამარჯვება ბევრი კითხვის წყალობით. „კონკურსი" ოთხ ტურად ტარდება. ყველა ბავშვი იღებს ჯილდოს მონაწილეობისთვის:
მკითხველთა სერტიფიკატებსა და დიპლომებს. ყოველი რეგიონიდან ორ გამარჯვებულს ეძლევა ლვოვში „წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნულ ფესტივალზე Bookmania".
http://knygomania.com/
წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული ფესტივალი „BOOKMANIA"
„წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული ფესტივალი „BOOKMANIA" ეწყობა ყოველ წელს 2002 წლის შემდეგ და ის მოიცავს უამრავ ღონისძიებას, რომლებიც მიმართულია 4-დან 14
წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შორის კითხვის პოპულარიზაციისკენ. ეს უნიკალური მოვლენაა უკრაინაში და არც ისე ხშირი ღონისძიებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მთლიანად საბავშვო
ლიტერატურასა და წიგნის კითხვას ეძღვნება. წლების განმავლობაში მას დაესწრო 65 000-ზე მეტი ბავშვი და მათი მშობლები, საბავშვო ლიტერატურის სპეციალისტები, გამომცემლები, პედაგოგები და სხვა
დაინტერესებული პირები. ცნობილ ადამიანებთან კომუნიკაციისა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობის გზით, ბავშვები სწავლობენ, რომ კითხვა მხოლოდ სასარგებლო კი არა, არამედ საინტერესო და
სახალისოც არის.ფესტივალის ფორმატი საშუალებას იძლევა ბავშვები ჩარერთონ კითხვაში სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, კერძოდ: კრეატიულობა, სპორტი, თამაშები და დამატებითი გაკვეთილები. 3-დღიანი
ფესტივალის განმავლობაში ტარდება 300-ზე მეტი ღონისძიება, როგორიც არის წიგნის კითხვის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება, შეხვედრა უკრაინელ და უცხოელ ავტორებთან, ლიტერატურული კითხვის
საღამოები, ლიტერატურული ამოცანები, სხვადასხვა სახის შემოქმედებითი სემინარები, დისკუსიები, კონკურსების და გასართობი პროგრამები.
http://childrenfestival.org.ua/
„წიგნის კითხვის მარათონი" არის თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის ლვოველი სკოლის მოსწავლეებისათვის გაცნობისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ყოველწლიური
ღონისძიებების სერია. ის ტარდება 2008 წლის შემდეგ ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და კულტურის განყოფილებასა და ლვოვის მუნიციპალურ საბჭოსთან თანამშრომლობით სკოლებში,
ბიბლიოთეკებსა და საბავშვო ბაღებში. ამ პერიოდის განმავლობაში 135 დაწესებულებაში ტარდება 482 შეხვედრა 103 მწერალთან ლვოვიდან, ტერნოპილიდან, ივანო-ფრანკივსკიდან, უჟჰოროდიდან და კიევიდან. პროექტი
უზრუნველყოფს არა მხოლოდ კითხვით დაინტერესებული ბავშვების ჩართულობას, არამედ კითხვის არ მოყვარული ახალგაზრდების დაინტერესებასაც. მთლიანობაში ამ წლების განმავლობაში ლვოვის 18 ათასზე მეტი მოსწავლე
დაესწრო შეხვედრებს. „მარათონის" ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების პროცესში ეწყობა შეხვედრები მწერლებთან, მასტერ-კლასები და წიგნის პრეზენტაციები. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება აპრილსა და
მაისში წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული ფესტივალის „BOOKMANIA" ჩატარებამდე.
http://childrenfestival.org.ua/
,,მკითხველთა კონკურსი 2014"
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს ახალ პროექტს - „მკითხველთა კონკურსი", რომლის მიზანია მკითხველთა წახალისება, წიგნის კითხვის
პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლება საქართველოში.კონკურსი ყოველწლიური იქნება და მასში მონაწილეობა ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ მკითხველს შეუძლია. „მკითხველთა კონკურსი 2014"-ის
პირობაა, კონკურსანტებს წაკითხული ჰქონდეთ ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი" და ალბერ კამიუს „უცხო". კონკურსანტები შეავსებენ ამ წიგნებზე შედგენილ ტესტებს.საუკეთესოები გადავლენ კონკურსის
მეორე ეტაპზე, სადაც კონკურსანტებმა ჟიურის ამ ორი წიგნის შესახებ პრეზენტაციები უნდა წარუდგინონ. გამარჯვებულად დასახელდება სამი საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი. ეროვნული ბიბლიოთეკა პირველ ადგილზე
გასულს გადასცემს „ქინდლს" და სერტიფიკატს „მკითხველთა კონკურსი 2014"-ის გამარჯვებული. მეორე ადგილზე გასულს კომპანია ჯეოსელი "ჯეოსელ კონექტს" და "პაკეტ მეტს" გადასცემს. მესამე ადგილზე
გასული კი დაჯილდოვდება ორიგინალური ჭადრაკითა და წიგნებით, რომელსაც გამომცემლობები „ინტელექტი" და „დიოგენე" გადასცემენ.გამარჯვებულ კონკურსანტებს პრიზები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში მოწყობილ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემათ.
http://www.nplg.gov.ge/eng/news/mkiTxvelTa_konkursi_2014/id1304
READING OLYMPIAD (ოლიმპიადა კითხვაში) /Antares გამომცემლობა, Dasaran.am (სასომხეთი)/
გამომცემლობა "Antares" (ანატრეს) თანამშრომლობს "Dasaran.am" (სასომხეთი) ვებ პორტალთან, რომლებიც 2012 წლიდან ორგანიზაციას უწევენ მეექვსე კლასის
სკოლის მოსწავლეების "The Reading Olympiad" (ოლიმპიადა კითხვაში). ოლიმპიადა გერმანული მოდელის Vorlesewettbewerb (კონკურსი კითხვაში), საფუძველზე იქნა შემუშავებული, რომელიც გერმანიაში 1946
წლიდან ტარდება და რომელიც მიჩნეულია ფართო საზოგადოების წიგნთან და კითხვასთან უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი საშუალება. სასომხეთში ამ ოლიმპიადის მიზანია სკოლის მოსწავლეებში კითხვის
მნიშვნელობის გაძლიერება. კონკურსის გამარჯვებულები კითხვისა და ცოდნისადმი მათი სიყვარულის გამო ოჯახების, სკოლებისა და რეგიონის გმირები ხდებიან. აქედან გამომდინარე, მონაწილე სკოლები,
რომლებმაც გაიმარჯვეს სკოლის, ქალაქისა და რაიონული ეტაპზე, იღებენ პრიზებს, როგორიცაა ახალი ბიბლიოთეკები ან ახალი წიგნები სკოლების, ქალაქების, სოფლების ან რეგიონების მოქმედი ბიბლიოთეკებისათვის.
კონკურსის ორგანიზატორებისაგან, ასევე სხვა პარტნიორებისა და სპონსორებისაგან ოლიმპიადის მონაწილეებიც და მათი ოჯახებიც იღებენ პრიზებს. პარტნიორების რაოდენობა კი
წლიდან წლამდე იზრდება.
http://www.spendenfondslesen.ch/index.php?id=18&L=1
საბავშვო წიგნების კითხვის ნაციონალური კვირეული /ფონდი ABCXXI (პოლონეთი)/
http://www.allofpolandreadstokids.org/
სოციალური კამპანია „ჩემი შვილის პირველი წიგნი" /ფონდი „ABCXXI" (პოლონეთი)/
მთელი ქვეყნის სამშობიაროების 90%-ზე მეტი იღებს წიგნების 72500 კომპლექტს სახელწოდებით „ჩემი შვილის პირველი წიგნი", რომელიც უფასოდ გადაეცემა
ახალგაზრდა დედებს. კომპლექტი, რომელიც შეიცავს წიგნს და DVD დისკს საგანმანათლებლო ფილმით და იავნანებით, შეიმუშავა ფონდმა „ABCXXI - ყველა პოლონელი უკითხავს შვილს" ახალგაზრდა მშობლების წასახალისებლად,
დაბადებიდანვე უკითხონ თავის შვილებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდა მშობლების მსობლმხედველობის გაზრდა, იმასთან დაკავშირებით, რომ დღეში 20 წუთის განმავლობაში ხმამაღალი კითხვა დადებითად მოქმედებს მათი
შვილების ლინგვისტურ, ფსიქოლოგიურ და გონებრივ განვითარებაზე, და ასევე აკმაყოფილებს მათ ემოციურ მოთხოვნებს. პროექტი განახორციელა და დააფინანსა პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის
სამინისტრომ.
http://www.calapolskaczytadzieciom.pl/pkmd
http://www.calapolskaczytadzieciom.pl/pkmd
კითხვა და ფილმის ყურება აგრაფკაში /„KinoAgrafka" (პოლონეთი)/
http://www.kinoagrafka.pl/czio.html
წიგნები „ჰეფი მილთან" ერთად /მაკდონალდსი, Shtiftung Lesen (გერმანია)/
https://www.stiftunglesen.de/initiativen-und-aktionen/aktionen/buchaktion
SPOKES /საგანმანათლებლო საქველმოქმედო ფონდი (გაერთიანებული სამეფო)/
http://educationendowmentfoundation.org.uk/projects/spokes/
თამაში საბავშვო ლექსებით /„საჯარო ბიბლიოთეკა GGG" (შვეიცარია)/
http://www.spendenfondslesen.ch
სიამოვნება წიგნის კითხვით "FUN-PASS" /„საჯარო ბიბლიოთეკა GGG" (შვეიცარია)/
http://www.spendenfondslesen.ch/
კამპანია WWW /ქალაქი ვროკლაუს საჯარო ბიბლიოთეკა (პოლონეთი)/
http://www.biblioteka.wroc.pl/mlodziez/projekty/kampania-www-wstap-wypozycz-wyluzuj
სიტვისა და გამოსახულების კვალდაკვალ /„Helene-Lange-Gymnasium" (გერმანია)/
http://www.deutscher-lesepreis.de/aktuelles/
წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული კონკურსი „BOOKMANIA"
/გამომცემელი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი
(უკრაინა)/
http://knygomania.com/
წიგნის კითხვის ბავშვთა ეროვნული ფესტივალი „BOOKMANIA"
/გამომცემელი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი
(უკრაინა)/
http://childrenfestival.org.ua/
წიგნის კითხვის მარათონი /გამომცემელი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი (უკრაინა)/
http://childrenfestival.org.ua/
,,მკითხველთა კონკურსი 2014"
/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (საქართველო)/
http://www.nplg.gov.ge/eng/news/mkiTxvelTa_konkursi_2014/id1304
კომენტარი
ამ გამოცემაზე ჯერ არ არის კომენტარი.